2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პროექტი „გმირები“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წელი საქართველოსთან ერთად თიბისიმ ორი გამორჩეული პროექტით  - „გმირებით“ და „დამოუკიდებლობის სკოლით“ აღნიშნა. 

თიბისის პროექტ „გმირების“ კოლექციას კიდევ ათი ადამიანის საკოლექციო ფიგურა შეემატა. პროექტი „გმირები“ თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველად  პროექტის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა. 

წელს კი „წარსულის ქართველთა სამყაროდან“ 10 გმირი და მოღვაწე შეირჩა: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა და მარო მაყაშვილი. ნახეთ ვიდეო განახლებული კოლექციის შესახებ აქ:  გმირები.

პროექტ „გმირების“ მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც შორეულ თუ ახლო წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს. ამ მიზნით თითოეულ მათგანზე მომზადდა სტატიები, რომელთა ნახვა აქ შეგიძლიათ: www.helloblog.ge. უახლოეს დღეებში კი თიბისი 10 გმირის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ მომზადებულ ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ.

პროექტი „გმირები“ სიცოცხლეს შემდეგ წლებშიც გააგრძელებს და მას ისეთი ადამიანები შეემატება, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს და თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს.

2022 წელს გამართული „დამოუკიდებლობის სკოლის“ გაკვეთილები სწორედ ამ ათ გმირს მიეძღვნა. „დამოუკიდებლობის სკოლა“ სპეციალურად 26 მაისისადმი მიძღვნილი პროექტია, რომელსაც თიბისი უკვე მეხუთე წელია ატარებს. სკოლა სხვადასხვა ადგილას იმართება და მასში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ღია გაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა თემაზე, რაც ქვეყნის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის კავშირში.

წელს „დამოუკიდებლობის სკოლა“  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, მათ შორის,  ლანჩხუთსა და ქუთაისში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები