0 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

 

პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად „თეგეტამ“ განახორციელა, მარშრუტით: სიანი-თბილისი.

სკეპტიკოსების არასასურველი პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა.

თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო რესურსის გამოყენების იდეა გლობალური ლოგისტიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა. 

თეგეტა ჯგუფი აღმოჩნდა პირველი ქართული კომპანია, ვინც ჩინეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი გამოიყენა და ტვირთი დანიშნულების ადგილას დათქმულ ვადებში მიიღო. მახსოვს, როგორ ველოდით დილის 4 საათზე ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს და როგორი ემოციური იყო ის დღე, როდესაც ჩვენი მატარებელი თბილისში შემოვიდა. მსგავსი ლოგისტიკური გადაწყვეტილება საქართველოს და სრულიად კავკასიის რეგიონისთვის ძირეულად ცვლის ბიზნესის შესაძლებლობებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, თორნიკე ჩახვაშვილი, თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი.

მისივე თქმით, ამ ისტორიულმა გადაზიდვამ ბევრი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. თორნიკე ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგისტიკურ კრიზისს წინ გაუსწრეს და 2021 წელს, შეზღუდვების მიუხედავად, სარკინიგზო გზით 200 კონტეინერამდე ტვირთი ჩამოიტანეს.

სარკინიგზო დერეფნით სატრანზიტო ვადა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია. ასევე, რიგ შემთხვევაში, ტარიფის 20-30%-მდე გაიაფება შევძელით, რაც ამ პროექტს ბიზნესისთვის მეტად მომხიბვლელს ხდის.

სარკინიგზო კუთხით არსებობს ორი კონკურენტი კორიდორი, ესაა ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის გავლით, და ბაქო-თბილისი-ყარსის. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის ქვეყნებს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული პირობები შესთავაზოს, თუმცა ეს საკითხი ფართო ჭრილში განხილვას საჭიროებს“, თორნიკე ჩახვაშვილი.

სარკინიგზო გზით „თეგეტა ჯგუფის“ მიერ გადაზიდული ტვირთი მთლიანად საქართველოს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა, დერეფანი  ტრანზიტული ტვირთების გადასატანადაც გამოიყენონ. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლის გასაზრდელად კი პროცესებისა და პროცედურების გამარტივების სურვილს გამოთქვამენ.

„2022 წელი ბიზნესისთვის ისევ პანდემიურია, თუმცა გარკვეული პერსპექტივები ჩანს და ვიმედოვნებ, რომ დადებითი ცვლილებები აქტიურად შეეტყობა ბაზარს. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს თეგეტა ჯგუფი წინა წლის შედეგებს გააორმაგებს და შევეცდებით, რომ შიდა ბაზრის მოხმარებისთვის, სარკინიგზო დერეფნის გამოყენებით, 500 კონტეინერამდე ტვირთი გადავზიდოთ“, - თორნიკე ჩახვაშვილი.

„თეგეტა“, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს, რომ აღნიშნული გზა  დერეფნად გამოიყენებოდეს. საქართველოს ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, „თეგეტაში“ ეს ძალიან რეალურად მიაჩნიათ და გეგმავენ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება გახდეს შესაძლებელი.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“  მომხმარებელს  საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები