1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მოსკოვმა კვირიკაშვილს უპასუხა – ”მივესალმებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს.

„მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად.

გიორგი კვირიკაშვილის შეხსენება ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისადმი სწრაფვასთან დაკავშირებით, მარტის ბოლოს დაგეგმილ მორიგ რაუნდზე საქართველოს მხრიდან კონსტრუქციულობის იმედს იძლევა, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მოლაპარაკებების სხვა მონაწილეების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი, იმის მიუხედავად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

არ შეიძლება არ მივესალმოთ, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის გაცხადებულ სურვილს. ეს ერთადერთი რეალური გზაა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის მიღმაა. ეს ეხება, კონკრეტულად საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარ სამწუხარო ინციდენტსაც.“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები