2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მდინარაძე მარგველაშვილზე: "ვერანაირი ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და უდანაშაულობის მტკიცებას ვერ გაამართლებს"

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება,  მისი თქმით, ვერანაირი ბრიფინგი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და უდანაშაულობის მტკიცებას ვერ გაამართლებს.

”რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს სისტემურ დანაშაულში მონაწილე პირებს - 80-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს და ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე ცხრა მაღალი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. არათუ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სახელმწიფო შეუვალი იქნება ასეთ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ, ამიტომ განცხადება გამოძიებაში დახმარებაზე, პრეზიდენტის მხრიდან არის სპეკულაციური. ის ცდილობს აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას”, - აღნიშნა მდინარაძემ. 

”საუბარია თანამდებობის პირების მხრიდან მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში გაცილებით მკაცრ რეგულაციებზე. ის იძულებული გახდა დაგვთანხმებოდა, რომ ამ მიმართულებით სისხლისსამართლებრივი ნორმები დასახვეწია”, - აღნიშნა მდინარაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები