1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს. “გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- აღნიშნა სერგეენკომ.

უწყების ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:53

    ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც...

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...

  • 12:51

    “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდე...

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...