1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ზურა ხაჩიძე: “ნეტა, სიმსივნე ხათუნას კი არა, მე დამმართნოდა”

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლეს,  ხათუნა ჟორდანიას, აგვისტოში ექიმებმა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.  ის მკურნალობის კურსს ისრაელში გადის.  

 ჟურნალი "სარკე" ზურა ხაჩიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მომღერალმა მათი თანაცხოვრების 16 წელი შეაჯამა.


– 16 წელია თქვენ და ხათუნა ერთად მოდიხართ. როგორია ეს პერიოდი ერთი თვალის გადავლებით?

– ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს, 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ნეტა, ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა. ხათუნა არის ის ძალა ჩვენს ოჯახში, რომელზეც ოჯახის თითოეული წევრი დგას. არ მეთაკილება იმის თქმა, რომ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ხათუნამ მასწავლა, რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი.

ხათუნა ხშირად დადის ტაძარში ამ დაავადების აღმოჩენის შემდეგაც. ხშირად ეზიარება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით ამ რთული მდგომარეობიდან გამოვა. განსაცდელს დავძლევთ. ვიცი, რომ ყოველი განსაცდელის შემდეგ დიდი სიხარული მოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები