0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“  აამოქმედა. 70 კვ.მ-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.

 

საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.

 

წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:07

    ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend T...

    20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...

  • 14:54

    თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში...

    თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...

  • 12:53

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...

  • 11:15

    „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბ...

    ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...

  • 16:05

    თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...

    ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.   მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...

  • 14:34

    ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...

      ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.   ...

  • 14:17

    Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პრო...

      „პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...