2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობა პასუხობს ტოიოტას გლობალური ხედვის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვას ეხება. ტოიოტა არის ავტოინდუსტრიის მოწინავე ბრენდი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა გააცნო ჰიბრიდული ტექნოლოგია და შესთავაზა ეკომეგობრული საყოველთაო ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვცდილობთ და ვიზიარებთ ტოიოტას ხედვას, რომ მიაღწიოს „ნულს მიღმა“ სტრატეგიას. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ისეთი ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიებისა და გამონაბოლქვის შემცირებას. ვფიქრობთ, ბოტანიკური ბაღი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსთან და ეკოლოგიასთან, აქვს მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი ეკოლოგიური მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის საამაყოა, ვიყოთ ბოტანიკური ბაღის პარტნიორი და ერთობლივად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური პროექტები“.

შიდა ფოტო 1

ხელმოწერის ცერემონიაზე „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ წარმომადგენლები ბოტანიკურ ბაღს სიმბოლურად ეკომეგობრული Toyota Rav 4 Plug-In მოდელით ესტუმრნენ. ამით ხაზი გაუსვეს ბრენდის გლობალურ სტრატეგიას, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნვას გულისხმობს. Toyota Rav 4 Plug-In არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული რესურსის გამოყენება. მსოფლიოში ეკოლოგიური კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალებაა.

შიდა ფოტო 2

„ტოიოტა ცენტრი ბათუმისა“ და ბოტანიკური ბაღის პარტნიორობა სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ხელმომწერი მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის არის იაპონური ბაღების მოვლა-განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ირაკლი არჩაია, „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით „ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განხრით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებულია ტოიოტას, როგორც იაპონური ბრენდის, წვლილი იაპონური ბაღების სამომავლო განვითარებასა და რეკონსტრუქციაში“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონის ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში, რომლებიც უკავშირდება ბრენდის ღირებულებებს. ბოტანიკურ ბაღთან კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური მიმართულებით პარტნიორობა სწორედ ბრენდის გლობალურ მიზნებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ტოიოტა აგრძელებს განვითარებას და გლობალური პოლიტიკის მთავარი მიმართულების - „ნულს მიღმა“ სტრატეგიის ერთგულებას.

__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...