1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი კაპიტალის განახლება

თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, 1/3 შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.

 

წმინდა შემოდინებების მატება თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან. როგორც წინა განახლებაში „რატომ მყარდება ლარი?“  იყო აღნიშნული, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის კუთხით, თუმცა არა - ლარზე. თიბისი კაპიტალის შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში როგორც ჯამურად, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმპორტის მხრივ, შენელება იკვეთება. ამავდროულად, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებზე დაყრდნობით, თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია. წინა თვესთან შედარებით, მატება ფიქსირდება არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯებშიც, თუმცა, წლიურ ჭრილში, აღდგენა უფრო სუსტია.

 

იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდას სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად, ასეთ სცენარში გასათვალისწინებელია ე.წ. კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტაციას მოიაზრებს; აგრეთვე, უფრო ძლიერი სავალუტო დაკრედიტება და, სავარაუდოდ, ტურიზმიდან მეტი შემოსავლებიც.

 

მაშინ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები შიდა მოვლენებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ექსპორტი და ფულადი გზავნილები, დიდ წილად, ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. იანვარში კვლად ტრადიციული წყაროებიდან ჩარიცხული გზავნილები დომინირებდა, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომელთა წილმაც თითქმის 50% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ექსპორტშიც, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მატებაც.

 

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში, თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. ამ მხრივ, მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...