თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
შემოდგომის ბოლო თვის მიწურულს „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უკვე ტრადიციად ქცეული „შავი პარასკევის“ შეთავაზებები მოუმზადა. ამინდების მკვეთრი გაუარესება ზამთრის მოახლოებაზე მიუთითებს და, შესაბამისად, ავტომობილიც ცივი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
ზამთრის სეზონისთვის ავტომობილის გამართვაში „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები დაგეხმარებათ. Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული აქციებია „თეგეტას“ ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში.
შეთავაზებები „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში:
Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა ფილიალებში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია. „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს ფასდაკლებები სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტზე ელოდება:
„თეგეტა მოტორსის“ Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა, მომხმარებელს 27 ნოემბრამდე შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ყველაზე სუსხიანი სეზონის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თუ გსურთ, ზამთარში ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილდეთ, აუცილებელია დროულად შეამოწმოთ და შეცვალოთ შესაბამისი სეზონური პროდუქტები.
უყურადღებოდ არ დატოვოთ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა: საბურავი, აკუმულატორი, ხუნდები და ანტიფრიზი – ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც დაკავშირებულია სეზონურ ცვლილებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული.
სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის, სეზონის შესაბამისი საბურავი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართული მუშაობა განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურისას. ელექტრომოწყობილობების აქტიური გამოყენების დროს აკუმულატორის დატვირთვა იზრდება და დაბალი რესურსის შემთხვევაში მაღალია მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობაც.
მაღალი ხარისხის ზეთიც ერთ-ერთი მთავარი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან სწორედ მისი ხარისხიანი შემადგენლობის წყალობით ნაკლებად ცვდება ძრავის მოძრავი დეტალები და შესაძლებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება.
მნიშვნელოვანია ანტიფრიზის შემოწმებაც, რათა ამინდების გაუარესებასთან ერთად თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 24 ნოემბერს, გახანგრძლივებული დროით - 21:00 საათამდე - იმუშავებს „თეგეტა მოტორსის“ შემდეგი ფილიალები: თბილისი - ცენტრალური ფილიალი, ვაკის, სამგორისა და მარჯანიშვილის ფილიალები. რეგიონებში: ქუთაისის ფილიალი და ბათუმის ცენტრალური ფილიალი.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები