2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

თიბისი კონცეპტი და თიბისი ბიზნესისთვის Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამის - „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადს.

20 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს მეორე ნაკადის სატრენინგო შეხვედრებს.

 

„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ არის ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების შესწავლას, ისე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებასა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.

 

პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან(კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი) და  მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და  გამოცდას.

 

მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს.

 

 

პროგრამის თარიღებია:

  • მოდული 1: კულტურა- 20-22 აპრილი
  • მოდული 2: ორგანიზაცია - 25-27 მაისი
  • მოდული 3: მართვა - 22-24 ივნისი
  • მოდული 4: ადამიანი - 27-29 ივლისი

 

 

პროგრამას გაუძღვებიან:

 

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი - ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით , ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.

 

  • ირინა ჭოჭუა - ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10 წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი.

 

  • დეა ჩხაიძე - ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის  ადამიანებისა და კულტურის დირექტორი.

 

  • სტეფან ბანაჩი - ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი,  PCC ქოუჩი,  ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი.

 

მიღების წინაპირობა:

ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.

თიბისი კონცეპტის და თიბისი ბიზნესისთვის მომხარებლებისთვის, მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება.

 

თიბისი კონცეპტის მომხარებლებმა, პროგრამაზე დასარეგისტრირებლად და ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე +995 322 227 2700.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf-certification/

 

 

*ქოუჩინგ ლაბი 2017 წლიდან საქართველოში ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს.

 

„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ აგებულია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტის მიხედვით. სერტიფიცირებული ქოუჩის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მონაწილეებს მოეთხოვებათ დაესწრონ სატრენინგო და პრაქტიკული მუშაობის საათების მინიმუმ 80%-ს ცოცხალ რეჟიმში, გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული 10 საათიანი მენტორინგი და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...