0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“  უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.  

„ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში  5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“  სიგელები დასპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ ასეულობით ბავშვს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდები ტოიოტას მომავლის ავტომობილის ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ბავშვების აქცენტები ეკომეგობრული, მულტიფუნქციური, სოციუმის საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის შექმნაზეა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ამ კონკურსით რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს თვითრეალიზებასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. მათ შესაძლებლობა მივეცით, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლების მსგავსად, საკუთარი ნამუშევრები ხატვის გლობალური კონკურსისთვის შეექმნათ. ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ავტომობილის ესკიზები  ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ნახატები უკვე იაპონიაში, ტოიოტას სათავო ოფისშია“.

ნამუშევრებმა ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის მთავარ მესიჯს „შეცვალე ავტომობილის მომავალი “ უნდა უპასუხოს. იაპონიაში არსებული Toyota Motor Corporation-ისთვის ეს პირველი კრიტერიუმია, თუმცა ნახატები კრეატიულობისა და შესრულების ხარისხის მიხედვითაც ფასდება.

კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონულ ოფისში შეგროვდა. 

ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და უკვე 17 წელს ითვლის. მეთვრამეტედ სტარტს 

შემდეგი წლის გაზაფხულზე

აიღებს. მანამდე კი შესაძლოა, ტოიოტას მომავლის ავტომობილებში სწორედ ქართველი ბავშვების იდეები აისახოს. 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...