2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ₾15 მილიონი წარმატებით განათავსა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ კაპიტალის ბაზარზე 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებით განათავსა. მორიგი ემისია კომპანიამ 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ტრანზაქციის მხარდამჭერი „გალტ & თაგარტია“.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ საპროცენტო განაკვეთის 2024 წელს გაუმჯობესებული ფიქსირებული ნიშნული შეინარჩუნა და ობლიგაციების სარგებელი 13.5%-ით განსაზღვრა. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:ჩვენს პარტნიორთან, „გალტ & თაგარტთან“ ერთად, კიდევ ერთი ტრანში წარმატებით განვახორციელეთ. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ევროსა და აშშ დოლარის შემდეგ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით. „თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ინვესტორთა წრე სულ უფრო იზრდება. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან გაზრდილი ინტერესი ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. აღნიშნული ტრანზაქცია სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები კვლავ ჩვენი ჰოლდინგის განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას მოხმარდება“. 

20-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამა ოთხ ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში კომპანიამ თავდაპირველად შვიდი მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა. 2024 წელს დოლარში დენომინირებული ემისია ორ ეტაპს მოიცავდა და საბოლოოდ, მეორე და მესამე ტრანშების მეშვეობით განთავსებულმა თანხამ 8.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. მათ შორის არის საპენსიო სააგენტო, რომელმაც სამი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე კერძო კომპანიები, ადგილობრივი ბანკები და ფიზიკური პირები.

გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს რიგით მეშვიდე ემისიაა, რომელიც ამჯერადაც წარმატებით განხორციელდა.

ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე: გვსურს „თეგეტას“ მივულოცოთ კიდევ ერთი წარმატებული ობლიგაციების ემისია. 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „თეგეტამ“ თავდაპირველად ევროსა და დოლარის ემისიები წარმატებით განათავსა, ხოლო ამჯერად, ლარში დენომინირებული ემისია განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ მოქნილობა, რასაც პროგრამით განსაზღვრული პირობები სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ეს გამოიხატება სამ განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული განთავსებით ემიტენტისთვის. ვიმედოვნებთ, „თეგეტასთან“ ერთად, წინ კიდევ არაერთი წარმატებული გარიგება გველის.“

მიმდინარე მდგომარეობით „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საერთო ჯამში, მოზიდული თანხის რაოდენობა 375 მილიონი ლარია, საიდანაც 215 მილიონი ლარის, 33.3 მილიონი აშშ დოლარისა და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები აქვს განთავსებული.

--

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...