2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბინზესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბინზესების  გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი  თანხის  მაქსიმუმ 15% .

 

პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.

 

პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად,  Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

·         ძირითადი საშუალებების შეძენა;

·         საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღება,

·         ენერგო კრედიტისთვის  და ა.შ.

 

აღსაღნიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება „მწვანე ბიზნესს“. მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი.  ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი  ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსაღნიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.

 

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბიზნესების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ახალ ეტაპს ვახორციელებთ რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნას ქართულ კომპანიებში. პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს შეუძლია მიიღოს დაფინანსება ინვესტირების განსახორციელებლად, შეიძინოს ახალი დანადგარები, მოაწყოს, გაარემონტოს ან ააშენოს საწარმო ან სასაწყობე შენობები, გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მთავარია, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნოს პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 10%-15%. ვფიქრობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რათა გაძლიერდეს, გაზარდოს წარმოება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

აღსანიშნავია რომ  EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში. რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, ის  50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდე თანხას (ეკვ. ლარში / ევროში / აშშ დოლარში) შეადგენს.  დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და  განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით. 

 

დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3cqdioY

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...