2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი - Mondia პარტნიორები გახდნენ

ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Mondia. პარტნიორობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები, რომელთა  საფასურის გადახდა აბონენტის მობილური ბალანსიდან ხდება.

 

პირველი ასეთი პროდუქტია GameOnz - მობილური თამაშების პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი პრემიუმ თამაშების უფასოდ გადმოწერა. სერვისით სარგებლობისთვის აბონენტი უნდა ეწვიოს პროდუქტის გვერდს, გაეცნოს პირობებს და გამოიწეროს სერვისი - 5 ლარად / კვირაში. თუ აბონენტს აღარ მოუნდება აღნიშნული სერვისით სარგებლობა, იგი მარტივად შეძლებს სერვისის გამოწერის გაუქმებას, როგორც SMS შეტყობინების (ნომერზე 1407, ტექსტით Unsub Gameonz) ასევე შესაბამისი ბმულის დახმარებით.

ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც აბონენტების არაერთ საჭიროებას გადაწყვეტენ. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას  და აბონენტებისთვის ქმნის მათ კომფორტსა და ინტერესებზე მორგებულ თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას. 

 

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპსვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფშივიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON- მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებასბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვისwww.beeline.ge; ინფორმაციისთვისვიონიჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...