2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იმგზავრე უსაფრთხოდ - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები სატვირთო ავტომობილის მფლობელებს

 

უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება.

სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბექა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: თოვლიან ან მოყინულ ზედაპირზე  უსაფრთხო მოძრაობის დამატებითი გარანტი სწორედ „თოვლის ჯაჭვებია“ და ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უზრუნველყოფს დამატებით წევას და ამცირებს ჩაჭედვის ალბათობას, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სამთო გზაზე მოძრაობისას. ზამთრის რთულ პირობებში ის ხელს უწყობს სრიალისა და მოცურების თავიდან აცილებას, აუმჯობესებს აჩქარების, დამუხრუჭებისა და მობრუნების უნარს, ზრდის სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოებას“.

სატვირთო ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია საბურავის მდგომარეობა. ის ერთადერთი დეტალია, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს უშუალოდ ეხება. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში, რათა ის არ გახდეს ცვეთის ზრდის მიზეზი. ასევე უმნიშვნელოვანესია საბურავების ვიზუალური დათვალიერება. თუ საბურავის პროტექტორი ცვეთის ინდიკატორამდეა დასული, მაშინ უმჯობესია, დროულად იზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.

სატვირთო ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს აკუმულატორიც, რომელზედაც დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ბექა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: „დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს. ცივ ამინდში მნიშვნელოვნად მცირდება აკუმულატორის ეფექტიანობა. ნელდება ქიმიური რეაქციები, რაც ელექტრული გამომუშავების შემცირებას იწვევს. ამან კი შესაძლოა საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფას ხელი შეუშალოს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად საგულისხმოა, სატვირთო მანქანების მფლობელები აკუმულატორის გამართულად მუშაობაში ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე დარწმუნდნენ“.

დაბალი ტემპერატურის პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის გამართული ფუნქციონირებაც. ის უზრუნველყოფს ძრავის მუშაობას ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში. გაგრილების სისტემა გადამწყვეტ როლს ასრულებს  საწვავის ეფექტურობისა და ძრავის კომპონენტების ცვეთის შესამცირებლად. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, რომ გაგრილების სისტემა პროფესიონალმა მექანიკოსმა შეამოწმოს, რადგან  დროთა განმავლობაში გამაგრილებელი შეიძლება დაბინძურდეს და  ეფექტიანობა დაკარგოს.

სატვირთო მანქანებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ანტიფრიზის შემოწმებაც, განსაკუთრებით ზამთარში. ანტიფრიზი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უშლის ძრავის გაგრილების სისტემაში წყლის გაყინვას. ის კოროზიის პრევენციაა, რადგან ინჰიბიტორებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ლითონსა და მასალას იცავს. ეს კი ძრავისა და რადიატორის გრძელვადიანი მუშაობისთვის აუცილებელია.

სატვირთო ავტომობილით უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის ყველა საჭირო პროდუქტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები