1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტზე - ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება, რეგისტრაციების ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა. იჩქარეთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ვებ-გვერდზე www.businessaward.ge.   

 

განაცხადები ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია: 

 

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

 

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. 

 

თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

 

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

 

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. პროექტის ფინალისტები რამდენიმე კვირაში გამოცხადება.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება კი, 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები