1 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, საბურავები პირდაპირ ევროპიდან „თეგეტა შოპის“ ვებგვერდის საშუალებით გამოიწეროს. უცხოურ მარკეტებზე საბურავების შეკვეთა თეგეტას ფილიალებში აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლება.

იკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სანამ „თეგეტა შოპს“ ახალი ფუნქცია დაემატებოდა, საბურავების შესაკვეთად მომხმარებელს ფილიალში მოსვლა უწევდა. შეკვეთის სრული პროცესის გავლა, დაწყებული შერჩევიდან დასრულებული მოთხოვნს გაგზავნამდე, გარკვეულ ვადებს მოითხოვდა და მომხმარებელს დადასტურებულად დაახლოებით ორ დღეშ ვატყობინებდით პასუხს ხელმისაწვდომობაზე, ფასსა და ჩამოტანის ვადებზე. ხლა ეს პროცედურა გამარტივებულია და მომხმარებელი ონლაინ, მოკლე დროში აფორმებს შეკვეთას. შესაბამისად, ზოგავს დროს და აქვს წვდომა უფრო ფართო ასორტიმენტზე.

ქვე ვიტყვი, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს როგორც „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებული, ისე ისეთი ბრენდის საბურავები, რომლებიც ჩვენს პორტფელში არ გვაქვს ან ამჟამად არ არის ადგილზე. ახალ კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ პირდაპირი წვდომა გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობის მარაგზე, რომელიც გადმოტანილია თეგეტა შოპზე“.

საბურავების შეკვეთის პროცესი თეგეტას ონლაინმაღაზიაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მომხმარებელი „თეგეტა შოპზე“ არჩევს სასურველ საბურავს, რაოდენობას და განათავსებს შეკვეთას. ამის შემდგომ შეკვეთა მიდის საბურავების გუნდის შესყიდვების ოპერატორთან, რომელიც ამოწმებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ადასტურებს შეკვეთას და მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას, რომ საბურავები შეკვეთილია.

იკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: ვფიქრობ, ახალი სერვისი მაქსიმალურად კომფორტული ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ მათ ისეთი საბურავების შეკვეთა უნდათ, რომე ჩვენს მარაგში არ არის, შესაკვეთად ფილიალებში მოსვლა აღარ დასჭირდებათ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ შეძენა. როდუქციის ჩამოტანას სტანდარტულად 20-25 დღე სჭირდება.ნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შესასყიდი ფასის ნახვაც იქვე, ონლაინ არის შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსის“ პორტფელში საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: „ბრიჯსტოუნი“, „მიშლენი“, „კონტინენტალი“ და „იოკოჰამა“. მათ შორის ფლაგმანი „ბრიჯსტოუნია“, რომელთანაც თეგეტა უკვე 25 წელია პარტნიორობს და მისი ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები