1 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” ("თანამშრომლობა შედეგებისთვის“)   გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს -  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

 

ლიბერთიმ აღნიშნულ კონფერენციაზე ბანკის უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი - "ტელეკლინიკა MyDoc"  წარადგინა, რომელიც ბანკის ინიციატივით უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა და კომპანია „ტელეკლინიკასთან“ ერთად წარმატებით მიმდინარეობს.  პროექტის მიზანია მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების დახმარებით, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს.

მობილური კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობას გაეწიოს სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო სერვისები (გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემების შეფასება და შემოწმება) სრულიად ახალი ტექნოლოგიის - ტელემედიცინის მეშვეობით. შედეგების აღრიცხვა მყისიერად ხდება ციფრულ რეჟიმში, შემდგომ დისტანციურად გადაეცემა შესაბამის სპეციალისტებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხარებელი მომდევნო გამოკვლევების ჩასატარებლად,  უახლოეს რეგიონულ კლინიკაში გადამისამართდება.

პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი  მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: „ტელეკლინიკა MYDOC“ გაეროს გლობალური შეთანხმების - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ლიბერთის ყველა  პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი.

 „საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე  მოწვეულ დელეგატებს გავაცანით ლიბერთის და კომპანია „ტელეკლინიკის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc”-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე - ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან  დღემდე  400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. „ტელეკლინიკა MyDoc”-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა“. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები