1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი ჩატარდა 

 

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით CX ბიზნეს სამიტი გაიმართა. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებულ მიდგომები და წარმატების ისტორიები სხვადასხვა ინდუსტრიებში ამ კუთხით გამორჩეულმა ქართულმა კომპანიებმა გააზიარეს.

 

CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი - Shaun Belding იყო. სამიტზე კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდათ CX მართვის მიდგომები და სისტემები გაეცნოთ.

 

ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია გახდეს ბიზნესის პარტნიორი Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და დაეხმაროს ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები