0 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი - „ვწერ მასწავლებლისთვის“ დასრულდა

 

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“- ს მიერ,  მეშვიდედ ჩატარდა  ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის - „ვწერ მასწავლებლისთვის“.

 

კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. ყოველწლიურად, საუკეთესო მოთხრობას ჟიური  არჩევს და ნაწარმოები  სასკოლო გარემოში სწორი ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს. ქართველი მწერლების ნაშრომები ასევე უნდა აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას და მკითხველს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეების   დაძლევის გზებს სთავაზობდეს.

 

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ, წარმოდგენილი 65 მოთხრობიდან წელსაც ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და სამი გამარჯვებული მოთხრობის ავტორს  ნათია როსტიაშვილს, თამთა დოლიძეს და სოფიო კუბლაშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და  ლიბერთი ბანკისგან დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.

 

ტრადიციულად ლიბერთი ბანკმა რჩეული მოთხრობა შეარჩია და  მისი ავტორი ნინო ქადაგიძე  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

 

საუკეთესო ათი მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და  ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი მიეძღვნება.

 

კონკურსის მხარდამჭერები არიან : გამომცემლობა „ინტელექტი“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები