2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ  პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის კამპანიის ფარგლებში  „ზაფხულის ერთი დღე“, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.  

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებას მოიცავს.

ხშირად ხელოვანის შეფასებისას, გარდა მისი ნიჭიერებისა თუ სტილის გრძნობისა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ყურადღების მიღმა გვრჩება - ეს არის კონტექსტი, რაშიც მათ შემოქმედებას არსებობა და საზრდოობა უწევდა. ლეგენდარული ქართველი ჯაზ დივის, გიული ჩოხელის მოღვაწეობის მასშტაბი და შემდგომი გავლენაც, სწორედ იმ პერიოდის სრული სურათის აღდგენის და მისი გააზრების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ.

პირველად ჯაზს „ამერიკის ხმის“ საშუალებით მოუსმინა, 50-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი სამოღვაწეო ასპარეზიც იხსნება. გიულის მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ ეგუებოდა იმ დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო.  სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.

თუმცა შემდგომში სოტოპის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებელის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი,  მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა.

იმპროვიზაცია, დინამიურობა, დრამატურგია, ისტორიის რომანტიული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოობა - ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო, მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია.

ფირფიტის გამოცემაზე სხვადასხვა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ფოტო მასალაზე უნიჭიერესმა გრიგორი დევეჯიევმა (ჯიჯი რეჯინმა) იმუშავა თავის გუნდთან ერთად. კოსტიუმები ფოტოგადაღებისთვის აკა ფროდიაშვილმა შექმნა, ტექსტზე და მუსიკალურ ნაწილზე ჯაბა შავიშვილმა იმუშავა, ხოლო ფირფიტის დიზაინი ანანო კურკუმულს ეკუთვნის.

კრედიტები:

ანსამბლები: ინსტრუმენტალური ანსამბლი „ჩანგი“; საქართველოს ტელევიზიის და რადიოს საესტრადო ორკესტრი; საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო"; ჯაზ ორკესტრი

დირიჟორები: გივი გაჩეჩილაძე / თენგიზ ჯაიანი / ედუარდ ისრაელოვი / გუსტავ ბრომი

მასტერინგი: გიორგი ქორიძე

ფოტო: გრიგორი დევეჯიევ, მერაბ ჭუმბურიძე /ჯეპროექტი

ფირფიტის დიზაინი: ანანო კურკუმული

ტექსტი: ჯაბა შავიშვილი

ტექნიკური ასისტენტი: ნათია სართანია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები