2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ისევ მაღალი სავალუტო ინტერვენციები

ივლისში სებ-მა 278.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია. ეს უკანასკნელი, წინა თვესთან შედარებით, ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების მეტ ზრდაში აისახება, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდებას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია. 

 

წინა კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა ივლისის ექსპორტისა და იმპორტის დეტალური ჩაშლა. თვალსაჩინოა, რომ წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები