0 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იქნება ნებადართული

დედაქალაქში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მედიას ტაქსების დიზაინიც წარუდგინა.

ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

კალაძის თქმით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე – 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა...

საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე ავტომობილებზე რეკლამისთვის კონკრეტული ადგილი განისაზღვრება და რეკლამიდან შესული თანხა მძღოლების საკუთრება იქნება.

„გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები