2 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მირზა სუბელიანი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს

მირზა სუბელიანი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ სუბელიანმა "რუსთავი2"-ს განუცხადა. 

სუბელიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, საჯარო განცხადებებმა შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია შეიქმნა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შესაბამისად აღნიშნულ კომისიაზე გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე რაიმე საჯარო განცხადებამ შეიძლება უფრო გაამწვავოს შექმნილი მდგომარეობა, რის გამოც ბოდიშს გიხდით და საჯარო განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,"-განაცხადა სუბელიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები