0 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - მეუფე პეტრეს მტკიცებით, საუბარია პოლიტიკოსზე

ჩამოტვირთვა

მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს ბრალდებებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, რაც 
მეუფე პეტრეს აზრით, საზოგადოების, მათ შორის პატრიარქის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მისივე თქმით, ე.წ. ციადინის საქმეში სასულიერო პირებთან ერთად გარეული არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მტკიცებით, სწორედ პოლიტიკოსის და არა სასულიერო პირის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეა საუბარი და ხელისუფლება სიმართლის დაფარვით, საკუთარი გუნდის წევრის გადარჩენას ცდილობს.

„რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რამაც გაიჟღერა და რაც ღია შანტაჟი იყო, მე რაც ვიცი, მამაო ამ უხსენებელ თავის მოგვარესთან საუბრობს ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც ამ ქალბატონის მეგობარია და ერის ადამიანია, ანუ მის პირად ცხოვრებაზე არის ჭორაობა და ვფიქრობ, ხელისუფლებას ვიღაც საკუთარი გუნდის წევრის დამალვა უფრო აწყობს,“ - აცხადებს მამა პეტრე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები