0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე

ჩამოტვირთვა

რუსთაველის გამზირზე წვევამდელთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  

სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დადო.   

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალერბის შემადგენლობაში, ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. 

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულადნ განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები.
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველთა საფუძველი.
ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდება და ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება. 
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის, თუ გავტეხავ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ერის წინაშე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები