0 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდონეზიაში ავიაკატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ინდონეზიაში. დღეს დილით  Lion Air flight JT-610 ჯაკარტასთან ახლოს, აფრენიდან 15 წუთში ზღვაში ჩამოვარდა.  სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ 189 ადამიანი  იმყოფებოდა.  უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ ყველა დაიღუპა, ამ დროისთვის გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია  არ ვრცელდება. 

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წამით  ადრე, ინდოელმა  პილოტმა მოახერხა  სადგურთან დაკავშირება, სადაც ტექნიკური გაუმართაობის შესახებ ისაუბრა. 

ავიაკომპანიის, Lion Air-ის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს ვერ ხსნიან, რადგან მათი განმარტებით, ამინდი იყო მზიანი, თვითმფრინავი კი ახალი, ამასთან, მათივე თქმით პილოტს გამოცდილება არ აკლდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2001 წლიდან მოყოლებული ეს ინდონეზიაში მომხდარი მე-40 ავიაკატასტროფაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები