1 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს. 

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გაყალბებული მიღება - ჩაბარების აქტების გამოყენებით, რომლებიც ადასტურებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თითქოსდა მათთვის საკუთრებაში გადაცემას, მოტყუებით დაირეგისტრირეს ქალაქ თბილისში, ყოფილი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე არსებული, ჯამში 68 506 მ2 მიწის ფართი, რომლის საერთო ღირებულება 787 371 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები