0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გთავაზობთ ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

ფინალში გასულ 3 კომპანიას.

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა და შედეგად, ალტერნატიული ბაზრის მოძიება გახდა საჭირო. კომპანიამ მიზნად დაისახა 5000 ფერმერის კონსოლიდაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროპისთვის შეთავაზება. ევროპული ბაზარი მალევე დაინტერესდა ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, მაღალი ხარისხის მწვანილეულით, თუმცა დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მათ მოთხოვნას - დიდი რაოდენობით პროდუქციის უწყვეტ მიწოებას კომპანია იმ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ჯერ ქართულ ბაზარზე დამკვიდრება.

Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერთიფიკატების მოპოვების პარალელურად, „ჰერბიამ“ ქართული ბაზრის ათვისება დაიწყო და მალევე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.

დღეისათვის ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან 5000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი. დაფუძვნების დღიდან ჰერბია ინოვატორია ახალი ტექნოლოგიების და კულტურების დანერგვაში, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის მასშტაბით მაგალითად: კომპანია პირველი იყო რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავრცელა ისეთი კულტურები როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, სალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ.

„ჰერბია“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ობიექტზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა „ორი ნაბიჯი“, „კარფური“ „გუდვილი“, „ნიკორა“, „ფრესკო“ და სხვა.

„იმერეთის რეგინონში ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ვთანამშრომლობთ 5000-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან. ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით და მუდმივად ვცდილობთ ასორტიმენტის გაზრდას, ასვეე ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვთა კვებაშიც იყოს გამოყენებული ჩვნი პროდუქცია. ბიზნესდაჯილდოება გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი და ასევე ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომლებიც მუშაობენ სფეროსა და რეგიონის განვითარებისთვის.“ - ამბობს „ჰერბიას“დამფუძნებელი დირექტორი, ზურაბ ჯანელიძე.

სამთო სასტუმრო „ალტიჰათი“ ყაზბეგში, ზღვის დონიდა 3014 მეტრზე მდებარეობს და დიდი წვლილი შეაქვს ალპურ ზონაში რეკრეაციული ტურიზმის განვითარებაში - ქმნის ახალ შესაძლებლობს მაღალ-მხარჯველი ტურიზმის სფეროში, ავითარებს ინფრასტრუქტურას, ქმნის და აუმჯობესებს უსაფრთხოების ნორმებს ალპურ ზონაში. 2018 კომპანიის ინიციატივით ტერიტორია სრულად დაიფარა სატელეფონი კავშირით, რამაც შესაძლებელია გახადა მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

ალტიჰათის მთავარი მისია ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაა, რაც გაზრდილი ტურიზმის გამოწვევაა ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მიმართულებით მოხდა სისტემური მიდგომის დანერგვა ალპურ სიმაღლეზე. ახალი ტურისტული და სათავგადასავლო მიმართულების განვითარების წყალობით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა birdwatching, heli-biking ვიზიტორების რაოდენობა, სკი-ტურინგი და ახალი საფეხმავლო მარშრუტები ამ მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და წლის აქამდე არააქტიურ სეზონზე დასაქმების პერსპექტივები.

2022 წლიდან ალტიჰათმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი და მოგვიანებით სრულყოფილი პარტნიორობა დაიწყო შვეიცარულ ულტრა "ლაქშერი" ბრენდ ბალისთან, შესაბამისად ბალისთან ერთად 2024 წელს დაგეგმილია სრულიად ახალი, თანამედროვე სამთო სამაშველო ქოხის პროექტის მშენებლობა ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივ თემს მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი ბიზნეს შესაძლებლობები.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე ბევრმა იცის ამ პროექტის შესახებ, თუმცა საქართველოში ცნობადობა დაბალია.  ბიზნესდაჯილდოება  გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ საზოგადოებასაც გავაცნოთ ეს ჩვენი „ახირება“ - აბსულუტურად კერძო ინიციატივა, რომელიც სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა სფეროსა და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არასდროს გვრჩება რესურსი იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. მარკეტინგული სტრატეგიის კლასიკური დოქტრინული გეგმის შექმნა კი აუცილებელია რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მეტნაკლკებად ინსტიტუციურად თანაბარი პირობებით ვიყოთ წარმოდგენილი და ისინიც კარგად ხედავდნენ ადვოკატირების ეფექტებს, ჩვენი საქმიანობის გრძელვადიან გეგმას და ხედვას.ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაში დაგვეხმარება.“ - ამბობს „ალტიჰატის“ მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ალავიძე.

ნომინაციის „გამორჩეული როლისთვის რეგიონის  განვითარებაში“ კიდევ ერთი ფინალისტია კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“. ქართული EXTRA VIRGIN ზეთისხილის ზეთის წარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს უკავშირდება. მისი ინიციატივით, 15 წლის წინ, საქართველოში დაიწყო პირველი ზეთისხილის ბაღების გაშენება და პრემიუმ კლასის ზეთისხილის პროდუქციის წარმოება. კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. კახეთში, ტარიბანის ველებზე გაშენებული ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ წამოწყების მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართული, ნატურალური ზეთისხილის მარინადს და „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც ინარჩუნებს ბუნებრივ და სასარგებლო თვისებებს.

მსოფლიოს კვლევების მიხედვით ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკები საგრძნობლად მცირდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას უწყობენ ხელს.

„საქართველოში ყველას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ზეთისხილია გაშენებული, ხარობს და მისგან ნატურალური პროდუქტები იწარმოება. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, მთელს საქართველოს მივაწვდინოთ ხმა, გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი საქმიანობა და მისი შედეგები, რაც საქართველოში აგრარულ სექტორს და უშუალოდ ზეთისხილის კულტურის შემოტანასა და განვითარებას ეხება. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, თიბისის მხარდაჭერით აქტიური კომუნიკია დავიწყოთ მომხმარებლებთან, რათა მივცემთ საშუალება ქართველ საზოგადოებას, გამოიყენოს საქართველოში წარმოებული ნატურალური და სასარგებლო ზეთისხილი.“ - ამბობს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თეო მამულაშვილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები