1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Wings for Life World Run – საქველმოქმედო მარათონში „თეგეტას“ 200-ამდე თანამშრომელი ჩაერთო

Wings for Life World Run-ის ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ კახეთმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგის“ 200-ამდე თანამშრომელმა, მსოფლიოსთან ერთად, მეათე საიუბილეო გარბენში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჩართულობით სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში შეიტანა წვლილი. „თეგეტას“ გუნდიდან, მამაკაცებში  ყველაზე მეტი ვახტანგ ლობჟანიძემ გაირბინა. „თეგეტა მოტორსის“ მთავარმა მექანიკოსმა  15 კმ დაფარა. ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო მენეჯერს, ლელა ნიკოლაძეს ჰქონდა. მან 8.75 კმ ირბინა.

Wings for Life World Run-ის სასტარტო სიგნალი, საქართველოს დროით ზუსტად 15 საათზე  ექვს კონტინენტზე ერთდროულად გაისმა. ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ 5000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიო მარათონს შეუერთდა.

საფინიშო მანქანის ფუნქცია  წელს Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელებმა შეასრულეს. იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“, რომელიც Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. კომპანიის თანამშრომლებს უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსოფლიო მარათონს ყოველ წელს უერთდება. თუმცა წელს ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო მასშტაბური იყო. მონაწილეობის სურვილი თეგეტას გუნდის 200-ამდე წევრმა გამოთქვა და შეუერთდა საქველმოქმედო მარათონს მძიმე დაავადების დასამარცხებლად. მონაწილეობის გარდა, წელს უფრო აქტიურად ჩაერთო თეგეტას შვილობილი კომპანიაც „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ჩვენთან ერთად ღონისძიების პარტნიორია“.

Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია.  შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს. 

წელს მარათონს 158 ქვეყნიდან 206 728 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 5.8 მილიონი ევრო შეგროვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...