1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს „ახალ საირმეში“ მიშლენის შეფი ჩაატარებს

 

„ახალი საირმე“ 18-იდან 29 აპრილის ჩათვლით შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს უმასპინძლებს. პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს.

მასტერკლასები აგებულია იტალიურ სამზარეულოზე და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მოქმედ მზარეულებსა და შეფებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „ესაა ინტენსიური კურსები იმ მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. ბევრი ამზადებს პიცას, პასტას, რავიოლის, მაკარონს, მაგრამ, რომ გადავხედავთ, თითქმის ყველა იუთუბიდან აღებული რეცეპტითა და მომზადების ტექნიკით ხელმძღვანელობს. ჩვენ კი ავთენტიკურ კერძებს შევთავაზებთ  ამ საქმის მეტრებისგან“.

„ახალ საირმეში“ 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის - მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.

18-22 აპრილს გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ის პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის - ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი გაიმართება, რომელიც მოიცავს: ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მაღალი ეშელონის ვეტერანი იტალიური სამზარეულოდან და ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი 18 წლის ასაკში მიიღო. ეს ყველაფერი ერთად არის გამოცდილება და მოტივაცია, რომელსაც მოწვეული პროფესიონალები, კერძების ცოდნასთან ერთად, გაუზიარებენ ქართველ შეფებს.

ორივე მათგანი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ორივე შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. გარდა ამისა, გამოცდილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალი საირმის“ სამზარეულოს განვითარებაზე თავადაც მუშაობდა, კახა ციკოლიასთან ერთად, რაც კიდევ უფრო ოჯახურ გარემოს უქმნის მთელ ამ პროცესს.

ჩვენი სურვილია, ქართულმა სამზარეულომ საერთაშორისო მოთხოვნებს უპასუხოს, ამა თუ იმ ქვეყნის კერძები სწორი ფორმით მოხვდეს საქართველოს რესტორნების მენიუში, იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, თავი დაიმკვიდრონ მაღალ ქართულ გასტრონომიაში“.

მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის, მზარეულებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს „ახალი საირმის“ შეფი კახა ციკოლია, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. გურამ ბაღდოშვილი კი თეორიულ ნაწილს გაუძღვება.

პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით გადამზადდება 15 შეფი იმერეთის რეგიონიდან. საქართველოს მასშტაბით, სხვა დაინტერესებული შეფებისთვის კი მიღება უკვე გამოცხადებულია. შესაძლებელია როგორც ცალკეული შეფების მასტერკლასების, ისე სრული კურსის გავლა. დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა „ახალი საირმისა“ და „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ სოციალური ქსელების დახმარებით არის შესაძლებელი.

„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია” 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი არიან. 2020 წელს აკადემიამ  სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და როგორც ქართველი ისე უცხოელი ინსტრუქტორების ჩართულობით ხორციელდება.

2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ, შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...