0 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტი გადახტა. 29 წლის კაცის მგდომარეობა მძიმეა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. "მთვარი არხის" ინფრომაციით, ახალგაზრდა კაცი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გვიან საღამოს შეიყვანეს, ის მესამე სართულის პალატაში იყო მოთავსებული.

არსებული ცნობით, მას გაქცევის მცდელობაც ჰქონდა, მას შემდეგ კი რაც ოთახში მარტო დარჩა გადახტა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ქავთარაძის ქუჩაზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ჩვენ ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილ 29 წლის კაცს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას ჯერ "მთავარ არხთან" ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: "მთავარი არხი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები