2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მიხეილ სესიაშვილის პასუხი მამა შალვა კეკელიას: მომიტევებია !!!მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჩემი ღმერთი სახედრით დადიოდა, ძაძებს იცვამდა და ყველა უყვარდა..

„მთავარის“ ჟურნალისტი, მიხეილ სესიაშვილი მამა შალვა კეკელიას სოციალური ქსელით პასუხობს:„რადგან გუშინ მთელი დღე იმ შვილებით ვიყავი დაკავებული, ვისი არ გახარებითაც დამწყევლეთ, ახლა და აქ გიპასუხებთ.მომიტევებია !!!როგორც ადამიანს, როგორც მამას, როგორც ქრისტიანს – მე არ შემიძლია სხვაგავარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ჩემდა სამწუხაროდ ამბიონიდან მოვისმინე.მომიტევებია !!!მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჩემი ღმერთი სახედრით დადიოდა, ძაძებს იცვამდა და ყველა უყვარდა, ყველას შანსს აძლევდა – ავაზაკსაც, მეძავსაც და ტირანიის მსახურთაც.

ჯვარს აცვეს, აწამეს, სდევნიდნენ და დასცინოდნენ – და მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ერთხელ, განრისხდა იესო, და მხოლოდ ერთი რამ ვერ აპატია ადამიანებს !!! როცა უფლის სახლში, უფლის სახელით გაჩაღებული აღებ-მიცემობა ნახა, როცა ნახა, რომ ფარისევლები თავის ხორციელ ვნებებსა და მომხვეჭველობას ღმერთზე, სიყვარულზე და ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდნენ !!!მე მომიტევებია და ვილოცებ, რომ ღმერთმაც შეგინდოთ !!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები