1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამწვრობები და დაზიანებები 2 წლის ბავშვის სხეულზე - გურჯაანში ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა

ჩამოტვირთვა

კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.თ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას", - წერია უწყების განცხადებაში.

ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები