1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

TIKTOK-ში გავრცელებულ ვოდეოში ასახულ, ქალზე ძალადობის ფაქტზე საქმე აღიძრა

სოცილურ ქსელ TIKTOK-ში გავრცელებულ ვოდეოში ასახულ ფაქტზე, სადაც ორი არასრულწლოვანი რუსულენოვან ქალზე ბათუმის ქუჩაში ღამით ძალადობს, ადმინისტრაციული კოდექსით დაწყებულია სამართალწარმოება. თავად ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია სოციალური ქსელიდან.

შსს-ს ცნობით მოძალადეების ვინაობა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაადგინა.

სოციალურ ქსელ ტიკტოკში 3 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ქუჩაში ღამითაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს ერთი სრულწლოვანი, რომელიც ავიწროებს და აშინებს რუსულენოვან ახალგაზრდა ქალს, მეორე პირი კი, რომელიც ვიდეოს ტელეფონით იღებს, მას ძალადობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები