0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მიხეილ კალანდია - საპატიმროში დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას - შევისწავლე ფრანგული ენაც, რათა სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი თავი დავიცვა

დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას - ასევე, შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა შევძლო, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

როგორც მსჯავრდებული აცხადებს, გისოსებს მიღმა მისი ცხოვრება სხვა მსჯავრდებულების ცხოვრებისგან არ განსხვავდება.

„გისოსებს მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა მსჯავრდებულების ცხოვრებისგან. დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი პროკურორობას, შესაბამისად, ამ „დაბინძურებული“ სისტემის შეცვლას. ასევე, შევისწავლე ფრანგული ენა, რათა ფრანგულად შევძლო საკუთარი თავის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - აცხადებს კალანდია.

ამასთან, კალანდიას განცხადებით, მისი სისხლის სამართლის საქმის არსებობა დიდი დარღვევაა, რადგან „პოლიტიკური დაკვეთით დააკავეს“.

„ჩემი სისხლის სამართლის საქმე უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ველოდებით, თუ როდის დაიწყება საქმის განხილვა. რაც შეეხება დარღვევებს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებობა უკვე უდიდესი დარღვევა არის, ვინაიდან ჩემი დაკავება არ გამოუწვევია მტკიცებულებების არსებობას, ჩემი დაკავება გამოიწვია პოლიტიკურმა დაკვეთამ, შესაბამისად, მთელი საქმის მსვლელობისას არ ყოფილა არც ერთი წამი, რომელიც დარღვევა არ იქნებოდა. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, დაირღვა უშუალობის პრინციპი, შემელახა ღირსება, მომადგა მორალური და რეპუტაციული ზიანი, თავისუფლება აღმეკვეთა უკანონოდ წლობით და ა.შ. მე მგონი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საკმარისია“, - აცხადებს კალანდია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები