0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გაირკვა 15 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც სპორტულ მოედანზე თანატოლმა მოკლა - „შტირი” მუცელში რამდენჯერმე ჩაარტყა

ზუგდიდში 15 წლის ბიჭს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) მუცელში ჩაარტყეს. ე.წ. “შტირით” მიყენებული ჭრილობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან შიდა სისხლდენასა და, უმეტესწილად, სწრაფ სიკვდილს იწვევს.

მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის საბა მ-ს „შტირი“ რამდენჯერმე ჩაარტყა. ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი საბა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს და მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.

რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები