1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

ამასთან, როგორც პროტოკოლშია ნათქვამი, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება, ან გამწვავება პროგრესირებს.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა.

რაც შეეხება დანარჩენ რისკის კრიტერიუმებს, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ესენია: კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულსისხლძარღვთა 

დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ნერვ-კუნთოვანი დაავადება. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.

განახლებული პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროენტერიტის სურათი ზომიერი, ან მძიმე დეჰიდრატაციით, ასევე აქვთ მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...