0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"არ იწერება თქვენზე ლექსები და მე ამაზე ვწუხვარ..."

  თუ ქალის კულტის არსებობა-არარსებობის შესახებ კიდევ შეიძლება ვიდავოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დედის კულტი უდავოდ არსებობს, მაგრამ რა დააშავეს მამებმა?!

  სწორედ იმიტომ, რომ მამებიც ისევე იმსახურებენ შვილებისგან სიყვარულს, როგორც დედები, სოციალურ ქსელში გამოჩნდა საკმაოდ ემოციური ფოტოები იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ მამები შვილებზე(ფოტოები იხ.ქვემოთ)..

 ამბობენ, მამებზე ლექსებიც არ იწერებაო.. ალბათ მართალია, თუმცა იწერება,მაგრამ ძალიან ცოტა..  

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს, 

ცა გამეხსნება მაშინ...

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს, 

ცრემლი მომადგეს თვალში...


ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო 

სინანულით და წყენით... 

ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო, 

"მუდამ ვამაყობ შენით"...


ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი 

და არ გაშინებს დაღლა.. 

მეამაყები მხოლოდ ამგვარი, 

როგორიცა ხარ ახლა...


ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან, 

ამოიხვნეშებ წამით... 

იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია 

და მაპატიე, მამი...


დედას რომ უფრო ვეალერსები, 

გაჯავრებული ნუ ხარ.. 

არ იწერება თქვენზე ლექსები 

და მე ამაზე ვწუხვარ...


ნელინელ მიაქვთ წლები, მზის წლები 

ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,

მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები, 

ჩემო კეთილო მამავ...

                                შოთა ნიშნიანიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები