0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაწესდება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა, რაიმე შეზღუდვები.

“ჩვენთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ვიფიქროთ.

ამ ეტაპისთვის, ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. 

ამ ეტაპისთვის, საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით. რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან, ამ ეტაპისთვის, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე, გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა, დღესასწაულებთან მიმართებაში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები