0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპულ ქვეყნებში კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დააწესეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გაუწევენ.

მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში კომენდანტის საღამოს 6 საათიდან დააწესეს.

“კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათის დროს მთავარი მიზანი არის მობილობის შემცირება. მობილობის შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის.

თუ ჩვენ, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, ამას ასე დავიჭერდით, მაშინ იყო საუბარი, რომ განიხილებოდა საათის შემცირება და გადაწევა, მაგრამ იცით დღევანდელი და გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნების, სადაც კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება”,– აცხადებს გამყრელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები