0 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მედკაპიტალის“ ექიმი გარდაიცვალა – ორი კვირის წინ მან ვაქცინა გაიკეთა

 

ცნობილი ხდება ინფორმაცია კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალებისშესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა „მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

„მედკაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები