2 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“აი, ამ დახმარებების შემდეგ ანაფილაქსიების 95% სტაბილურდება”- ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ ანაფილაქსიურ შოკზე ისაუბრა.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, მსოფლიოში ვაქცინაზე დაფიქსირებული რეაქციების 90% პირველ 30 წუთში ვლინდება:

„პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია, უვითარდება სიწითლე, ე.წ. „ჭინჭრის ციება“ ანუ ურტიკარია და შეიძლება მას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე. თუმცა ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის. ანაფილაქსია არის სწორედ ის რეაქცია, როდესაც კანის ალერგიას ემატება ერთი რომელიმე დამატებითი ნიშანი ორგანოთა სისტემების: შეიძლება მას განუვითარდეს სუნთქვის გართულება ანუ მსტვინავი ხასიათის სუნთქვა ან ჩასუნთქვითი ხმიანობა. შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული გართულებები, წნევის დაქვეითება – ბაზალური წნევის 30%-ით დაქვეითება, ეს უკვე ანაფილაქსიური შოკია. ასევე პულსის აჩქარება ანუ ტაქიკარდია. შესაძლებელია 30-40%-ში კანთან ერთად პაციენტს დაეწყოს მოულოდნელად მუცლის ძლიერი ტკივილი და გულისრევისა და ღებინების განვითარება. აი ეს ნიშნები: კანი, სასუნთქი სისტემა, პულსი და წნევა ერთად არის ანაფილაქსიური რეაქცია.

ამ შემთხვევაში დახმარების პირველი წამალი ადრენალინია. „შემდგომი უკვე არის დექსამეტაზონი და ყველა სხვა პრეპარატი. შემდგომ ჟანგბადის მიწოდება, სითხეების გადასხმა. ეს არის ძირითადად დახმარების გზები. პაციენტი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები გულთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და იმ წუთშივე დაიწყოს ღონისძიებები. ადრენალინი კეთდება წონისა და ასაკის მიხედვით. თუ წნევა არ იმატებს და სუნთქვა არ უმჯობესდება, მეორდება 5-15 წუთში და აი, ამ დახმარებების შემდეგ ანაფილაქსიების 95% სტაბილურდება, რაღაც პროცენტი რთულდება და უკვე ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგი ერთვება“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები