0 7 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი მიმდინარე წლის 2 თებერვალს უკანონოდ დააკავეს. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

"უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით”, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები