0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სირცხვილია“ დღეს 20:00 საათზე დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშს აანონსებს და მოქალაქეებს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შაბათს, „სირცხვილია“ ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, „დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია.

„საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის . 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები