0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1-ელი თებერვლიდან გასახდელების ფუნქციონირებაც აღდგება

სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. სავაჭრო სექტორი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას, საზ. ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას ითხოვდა, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა. 

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქება გსასახდელებს შეეხება, შესაძლებელი იქნება პროდუქციის გადაცვლაც. 

 

„დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების მეპატრონეებთან. ბუნებრივია, ეს არის ის ბიზნესი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, ქუთაისშიც და რუსთავშიც. ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა შეეხო იმას, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ ქსელებმა, რომ ინფექციის სწრაფი გავრცელება არ დავუშვათ. ძალიან კარგად გავიხსენეთ ყველამ ის ერთკვირიანი პერიოდი წინასაახალწლოდ, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათთან ერთად იყო შემუშავებული ეპიდემიოლოგების მიერ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზეც ისე გავხსნათ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც შეთანხმებულია გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია შეზღუდვების ოპერირების წესის შემსუბუქება. მაგალითად, როგორც იცით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო საქონლის გადაცვლა. რაც უკვე 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები