0 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს სახელმწიფო დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმბოლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები