0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

covid-ის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვალში იქნება - ტიკარაძე

კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოში, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან იქნება. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველო ამას მომზადებული უნდა შეხვდეს არა მხოლოდ - ინფექციის გავრცელების შეჩერების, ისე მართვის ნაწილში. 

„მაშინ როცა მთელი მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რაც მსოფლიოში დაგროვდა და ჩვენც დავაგროვეთ, როგორც ინფექციის გავრცელების შეჩერების, ისე - მართვის საკითხში. უნდა ვიყოთ მეტად უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში. ეს ყველაფერი ვარაუდია, თუმცა ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ხოლო სავარაუდო მესამე ტალღა საქართველოში შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები