0 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებულ გალში სოფლები იწვის – მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

 

ოკუპირებულ გალში 4 სოფელი იწვის. მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლებიც.  ადგილობრივებმა პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს, რის გამოც ათამდე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ზოგიერთი სოფლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყის მასივის მიმდებარე დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ძლიერ ხანძარს ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.  

ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ე.წ. ხელისუფლება არ ეხმარება. 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ხელისუფლება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას თითქოს ხანძარი ლიკვიდირებულია, სინამდვილეში კი ცეცხლი უფრო ძლიერდება და სახიფათო მასშტაბებს იძენს. მოსახლეობას უკვე საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა აქვს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები